ცვლილება მუნიციპალურ პროგრამებში

22 დეკემბერი 2017, 00:00 2735 ნახვა

დღესვე ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ცვლილებები დაამტკიცეს ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა პროგრამებში.

ამავე მიმართულების პროგრამებში ელექტრონული ტენდერების ხარჯზე 25 ათას ლარამდე ეკონომიაა, რითაც პროგრამებით მოსარგებლე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება.

დღესვე დამტკიცდა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივად სანაგვე კონტეინერების რაოდენობის ზრდას. ოპოზიციის ნაწილს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით  შენიშვნები ჰქონდა.

ამავე კატეგორიაში