ნიდერლანდები სააკაშვილის მისაღებად მზადაა

23 დეკემბერი 2017, 00:00 2160 ნახვა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის მიღება შეუძლია, თუ პარტია ,,ახალი ძალების მოძრაობ"-ის ლიდერი უკრაინას დატოვებს და ჰოლანდიის მოქალაქეობას მოისურვებს. ჰალბე ზიილსტრამ ჰააგაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მეუღლე ნიდერლანდების მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი განცხადების საფუძველზე, სააკაშვილს ამ ქვეყნის პასპორტის მიღება შეუძლია.

სააგენტო ,,ფრანს პრესის" ცნობით, ჰოლანდიელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიდერლანდების იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურს, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის  შესაძლო ვიზის გაცემის თხოვნით მიმართა. ჰოლანდიის იუსტიციის სამინისტროს პრეს - სამსახურის ცნობით, სააკაშვილს შეუძლია ჰოლანდიაში დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს.

ამავე კატეგორიაში