თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება

27 ივნისი 2016, 00:00 4678 ნახვა
00:00
00:00

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა. პრემიერის თქმით, ეს  უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოს, მსოფლიოს მოწინავე და ყველაზე თავისუფალი ეკონომიკური სისტემების მქონე ქვეყნებთან ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

ამავე კატეგორიაში