ომბუდსმენი : “მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება”

23 დეკემბერი 2017, 00:00 3276 ნახვა

საპოლიციო კონტროლის ამოქმედებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა, როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას მოქალაქეებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაცია გააჩნდეთ. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საპოლიციო ღონისძიების, განხორციელებისას მასში მონაწილე მოქალაქეთა კანონით გარანტირებული უფლებების რეალიზაცია ყველასთვის შეუზღუდავად იქნება უზრუნველყოფილი.

სახალხო დამცველი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ზემოხსენებული უფლებების შეზღუდვის ან პოლიციელთან კომუნიკაციის დროს სხვა სახის პრობლემის არსებობისას, მათ შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა („126“) და სახალხო დამცველის აპარატის („1481“) ცხელ ხაზებს.

ამავე კატეგორიაში