თვითმმართველობის კომიტეტს ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს

23 დეკემბერი 2017, 00:00 2289 ნახვა

სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა 2017 წლის ბოლო რიგგარეშე სხდომა პარლამენტში. კანონპროექტებზე მსჯელობა და კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მე-3 მოსმენით შედგა. თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა გაბუნია აირჩიეს, რომელმაც გიორგი ლილუაშვილი ჩაანაცვლა. ზაზა გაბუნიას კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა, კენჭისყრის პროცესში მონაწილეობას გიორგი კვირიაშვილი იღებდა.

დეპუტატები საშემოდგომო სესიის მთავარ მიღწევად კონსტიტუცის მიღებას ასახელებენ. მომავალ კვირას კი პარლამენტში ქართული ოცნების დამატებით 2 ფრაქცია შეიქმნება, ერთს გოჩა ენუქიძე მეორეს კი ბიძინა გეგიძე უხელმძღვანელებს. პარლამენტში საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში