ქვესადგურის რეაბილიტაცია

23 დეკემბერი 2017, 00:00 2037 ნახვა

ქვესადგურ „ბათუმი-220“-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში  სადგური თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა და  ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებისთვის დახურული გამანაწილებელი მოწყობილობები მოეწყო.

აღნიშნული ქვესადგური ელექტროენერგიით  ამარაგებს ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს. სამუშაოების ხარისხს  აჭარის მთავრობისა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეები  გაეცნენ.

ამავე კატეგორიაში