“პატრიოტთა ალიანსის” ახალი წევრი ქობულეთის საკრებულოში

24 დეკემბერი 2017, 00:00 2345 ნახვა

ქობულეთის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსს”  ახალი წევრი გია მჟავანაძე წარმოადგენს . მან წარმომადგენლობით ორგანოში  ვალერი მოწყობილი ჩაანაცვლა. გია მჟავანაძე 2014 წლიდან  ამავე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო ქობულეთში, მისი პოლიტიკური გამოცდილება მხოლოდ  პარტიული საქმიანობით შემოიფარგლება მანამდე კი  იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამბობს, რომ კონკრეტული გაწერილი გეგმა  არ აქვს ,თუმცა  საჭირო პროექტების განსახორციელებლად მზადაა   საკრებულოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლოს.

ამავე კატეგორიაში