ხულოს 2018 წლის ბიუჯეტს ოპოზიცია იწუნებს.ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ჯორბენაძე აცხადებს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში მუნიციპალიტეტის მერიას 11-მდე შენიშვნით მიმართა , თუმცა მათგან არცერთი საკითხის გათვალისწინება არ მოხდა, ირაკლი ჯორბენაძე შშმ პირთა თანმხლებ პირებისთვის 100 ლარიან დაფინანსებას, დიოკნისში კანალიზაციის მოწესრიგებას, ბაღის მშენებლობას და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვს და პროტესტის ნიშნად ბიუჯეტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს.
ოპონენტთა ბრალდებებს ხულოს საფინანსო სამსახურის უფროსი უსაფუძვლოს უწოდებს, ნადიმ ვასაძის განმარტებით აღნიშნული საკითხების შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც 2018 წლის ბიუჯეტიდან თანხების გაწერა მოხდება. საწყის ეტაპზე ხულოს ბიუჯეტი 9 მილიონ 56 ათას ლარს შეადგენს. საკრებულომ ბიუჯეტი 28 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.