ქსელიდან სრულად 15 თებერვლის შემდეგ წარმოებულ “ლაქტალის“ პროდუქციას ამოიღებენ

24 დეკემბერი 2017, 00:00 2332 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ახალი შეტყობინება მიიღო, რომელიც პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას ეხება.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში - “ლაქტალის ჯორჯია” „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს. საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული.

ამავე კატეგორიაში