სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი

25 დეკემბერი 2017, 00:00 2082 ნახვა

საქართველოს დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. სერჟ სარგსიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს-პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. სასახლეშივე ქართული და უცხოური მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

სერჟ სარგსიანი საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.

ამავე კატეგორიაში