ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხვალ უნდა დამტკიცდეს

25 დეკემბერი 2017, 00:00 2569 ნახვა

ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხვალ უნდა დამტკიცდეს. ერთი დღით ადრე კი ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბიუჯეტის განაწილების მისეული ხედვა წარმოადგინა. ოპოზიციაში შენიშვნებთან ერთად წინადადებებიც აქვთ.

ლევან ანთაძის თქმით, თანხები არასწორადაა გაწერილი. მიაჩნიათ, რომ დაახლოებით 26 მილიონი ლარის დაზოგვაა შესაძლებელი. მაგალითად კი  ლევან ანთაძე აიპების ოპტიმიზაციას ასახელებს, რომლიდანაც მისი ვარაუდით, 10 მილიონი ლარის ეკონომიაა შესაძლებელი. პრეტენზიები აქვთ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებითაც.

ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუკი  მმართველი გუნდი მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის  განკუთვნილი ფინანსური  დახმარების ოდენობა გაიზარდოს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი მოგვიანებით უპასუხებს. 

ამავე კატეგორიაში