სოფელი გზის გარეშე

25 დეკემბერი 2017, 00:00 2946 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში, მეწყერი გზაზე დღესაც ჩამოწვა. ამ სოფლისთვის ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია, რადგან ყოველი გაწვიმებისას იქმნება მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე. გზა, რომლითაც არამარტო ამ სოფლის მცხოვრებლები, არამედ ახლო სოფლების მოსახლეობაც სარგებლობს, დაზიანებულია.

კობალთაში ამჟამად 10 ოჯახი ცხოვრობს, პრობლემას ქმნის გზა, რომელიც, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება. ოჯახები, რომელთა სახლებიც გეოლოგების შეფასებით დაზიანებული არაა და საცხოვრებლად უსაფრთხოა, ეკომიგრანტის სტატუსს ვერ იღებენ, შესაბამისად ვერ ხვდებიან 25 ათას ლარიან პროგრამაში, სწორედ ამიტომ და იმის გამო რომ სოფლამდე მისასვლელი გზის გაკეთებას არ აპირებენ, მათ სახელმწიფო სხვა პროგრამის ფარგლებში მიწის შესაძენად და სახლების გადასატანად 15 ათას ლარს სთავაზობს, რასაც ისინი არ თანხმდებიან.

ითხოვენ ალტერნატიული ხიდის მშენებლობას, კომპენსაციის გაზრდას ან ახალი საცხოვრისის გადაცემას. სახელმწიფო უწყებებში კი შეთავაზებულ პროგრამაში ჩართვის მიღმა გამოსავალს ვერ ხედავენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში