ბათუმის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

26 დეკემბერი 2017, 00:00 2966 ნახვა

ბათუმის ბიუჯეტი დამტკიცებულია, ხანგრძლივი კამათის და ხმაურის შემდეგ ბიუჯეტს უმრავლესობის 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. რაც შეეხება კამათს, მისი ძირითადი ნაწილი საერთოდ არ შეხებია ბიუჯეტს, ხმაური გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მირდატ ქამადაძის პოლიტიკურმა განცხადებამ, რომ მიხეილ სააკაშვილს დევნიან. მას სააკაშვილის დროს დაკავებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული დიმიტრი ჭეიშვილი შეეპასუხა. დღევანდელ სხდომაზე, ოპოზიციამ მმართველ გუნდს თანხების განაწილება და პრიორიტეტები დაუწუნა.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი მესამე სექტორს - კერძოდ “მრჩეველთა საბჭოს” მისამართით გამოთქვა უკმაყოფილება და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, მაშინ როცა თეონა დიასამიძის თქმით, სულიკო თებიძისგან განსხვავებით, “მრჩეველთა საბჭოს” წევრები ბიუჯეტის განხილვას კომისიების უმრავლეს სხდომაზე ესწრებოდნენ, მონაწილეობდნენ და თავად უწევდნენ ორგანიზებას პრიორიტეტების განხილვას. ხვალისთვისაა დაგეგმილი შეხვედრა საბჭოსა და დეპუტატებს შორის, სავარაუდოდ ხვალ გაკეთდება ამ საკითხზე შეფასებები. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში