გარესამყაროს მოწყვეტილი 40 ოჯახი

26 დეკემბერი 2017, 00:00 2549 ნახვა

გარესამყაროსაა მოწყვეტილი 40 ოჯახი ხულოში. სოფლების პანტნარისა და საციხურის ცენტრთან დამაკაშვირებელ გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი, მიწა მცოცავია, გზის გაწმენდა გართულებული. უკვე იმყოფებოდნენ სოფელში გეოლოგები, სწორედ გეოლოგიურ დასკვნას ელოდებიან ხულოს მერიაში, ამის შემდეგ გადაწყვეტენ როგორ დაეხმარონ ოჯახებს.

ადგილობრივები ფიქრობენ რომ საფრთხე ემუქრება გზასთან ახლოს მცხოვრებლებსაც. ამ სოფლებიდან, ეროზიული ნიადაგის გამო, 90-იან წლებში რამდენიმე ოჯახი, ერთხელ უკვე გაასახლეს, ახლა კი უკუმიგრირებული ოჯახები, სხვა ადგილობრივებთან ერთად კვლავ განსახლებას ითხოვენ, ოღონდ ისეთ ტერიტორიებზე, რაც მათთვის მისაღები იქნება და კვლავ უკან დაბრუნება არ მოუწევთ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში