დამეწყრილი ტერიტორია გაიწმინდა

27 დეკემბერი 2017, 00:00 2097 ნახვა

ხულოში პანტნარისა და საციხურის საავტომობილო გზაზე ჩამოსული მიწის მასა გაწმენდილია და მოძრაობა დასაშვებია.  ტერიტრიაზე მეწყრული პროცესები სამი დღის წინ გაააქტიურდა, რის გამოც 40-მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. ხულოს მერის ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით აჭარის საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა რჩება.

რაც შეეხება აქ მცხოვრებ ოჯახებს გოჩა მელაძის განმარტებით, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი ემუქრება თუ არა საფრთხე საცხოვრებელ სახლებს. ხულოს მერიაში გეოლოგიურ დასკვნებს კვირის ბოლოს ელოდებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში