ქობულეთში ხეების გადაბელვის დროს სოფელ ხუცუბანში ერთ-ერთი მოსაცდელია დაზიანებული

28 დეკემბერი 2017, 00:00 2437 ნახვა

ქობულეთში ხეების გადაბელვის დროს სოფელ ხუცუბანში ერთ-ერთი მოსაცდელია დაზიანებული. თავის დროზე მისი მშენებლობისთვის რამდენიმე  ათასი ლარია დახარჯული. ამის გარდა, ხის ტოტები, რომლებიც გადაბელვის დროს მოიჭრა ცენტრალურ მაგისტრალზე ყრია.

,,მთავარის” გადამღებ ჯგუფს ადგილზე მუშები დახვდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ხეების გასხლვის ნებართვა მერიამ გასცა.


მიზეზად კი ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობას ასახელებენ. მერიაში კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდნენ, ადგილზე მყოფი სამუშაოების შემსრულებელი კი გვეუბნება, რომ მოსაცდელის აღდგენას იგი თავად უზრუნველყოფს. შეგახსნებთ, ამ გზით ერთ-ერთი ევკალიპტის დენდროლოგიურ პარკში გადატანა იგეგმება.  

ამავე კატეგორიაში