ოპოზიცია აუდიტის სამსახურს მიმართავს

28 დეკემბერი 2017, 00:00 2546 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი საკრებულოს თავმჯდომარეს საბიუჯეტო თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.  ლელა ვერულიძის განცხადებით, 26 დეკემბერს დავით მჭედლიშვილის საპატივცემულოდ საღამო გაიმართა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ვერულიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს, რომ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი.

დავით მჭედლიშვილი აცხადებს, რომ  საღამო საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღის” თანამშრომლებმა წინა თანამდებობიდან გაცილების აღსანიშნავად მოუწყვეს და მასში ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში