ქედის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს

29 დეკემბერი 2017, 00:00 3430 ნახვა

დეპუტატებმა ქედის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 536 ათას 900 ლარს შეადგენს. აქედან კაპიტალური ტრანსფერი 3 მილიონ 510 ათასი ლარია.

პრიორიტეტი გასული წლის მსგავსად წელსაც ინფრასტრუქტურული პროექტებია. მათ შორისაა დაბა ქედის კეთილმოწყობა, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე შიდა სასოფლო და საუბნო გზების მოწესრიგება.

ბიუჯეტის პროექტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ორმა წევრმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ვაჟა ბოლქვაძის თქმით, ფინანსური დოკუმენტი წინა წლის ანალოგია. მისი თქმით,  ბიუჯეტში მოსახლეობის მოთხოვნები გათვალისწინებული არ არის.

საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძის  კი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ადგილობრივების ინტერესები გათვალისწინებულია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში