ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მინისტრი შეხვდა

29 დეკემბერი 2017, 00:00 1470 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მინისტრი შეხვდა. მამუკა ბახტაძემ 2018 წელს დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როლს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით.

ამავე კატეგორიაში