შუახევის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი 2017, 00:00 1911 ნახვა

შუახევში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს  წლის ბოლო საკრებულოს სხდომა. სიტყვიერი შელაპარაკება 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა, რომელიც 18 ხმით დამტკიცდა.

წინააღმდეგი 4 დეპუტატი იყო, ერთმა თავი შეიკავა. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საწყის ეტაპზე 8 მილიონ 214 ათას 418 ათასი ლარით განისაზღვრა.

თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა. ბიუჯეტს ოპოზიცია იწუნებს, მათი განცხადებით გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი შემცირებულია. ბრალდებებს მერიაში უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.  

საფინანსო სამსახურის უფროსის განცხადებით, ბიუჯეტი მოსახლეობასთან შეხვედრების დროს განისაზღვრა, რაც შეეხება დამატებით პროგრამებს კორექტირების დროს დაამატებენ. 

ამავე კატეგორიაში