უფასო სასადილოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

29 დეკემბერი 2017, 00:00 2845 ნახვა

ქობულეთში უპოვართა სასადილოს რეაბილიტაცია დასრულდა. რემონტი ჩაუტარდა სამზარეულოს, გამოიცვალა ინვენტარიც. ბენეფიციარების თქმით, შენობის ნაწილი მოწესრიგებულია, თუმცა სასადილოს მეორე განყოფილებაში, სადაც საკვებს იღებენ,  მხოლოდ ინვენტარი შეიცვალა და ჭერიდან წყალის ჩადის.

ქობულეთის მერის განცხადებით, შენობის ხარვეზებს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის და დასკვნის საფუძველზე პრობლემა აღმოიფხვრება. სასადილოს რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა. დღეს ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეული დაურიგდა.

ამავე კატეგორიაში