შუახევის საკრებულომ ბიუჯეტი დაამტკიცა

29 დეკემბერი 2017, 00:00 2989 ნახვა

8 მილიონზე მეტი იქნება მომავალი წლის შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატებმა დღეს დაამტკიცეს.

ამის გარდა 2 მილიონნახევარი ლარი ექნება განსაკარგავი შუახევის მერს, რომელიც ტრანსფერის სახით აჭარის მთავრობამ გამოუყო. ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღევანდელი სხდომა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა მმართველ გუნდსაც, თუმცა ბიუჯეტს მხარი მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა არ დაუჭირეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში