“სამუშაო ადგილებზე ხალხის ხოცვა უნდა დასრულდეს”-აქცია პარლამენტთან

30 დეკემბერი 2017, 00:00 2162 ნახვა

კანონმდებლებს მიერ შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის განხილვის გადადებას აპროტესტებენ მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ. კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულებისთვის უსაფრთხოების დაცვისთვის ახალ რეგულაციები უნდა შემოიღონ.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ობიექტებზე სამუშაო ადგილას 500-მდე მუშა დაიღუპა. ისინი ითხოვენ, რომ 2018 წელს პარლამენტმა ერთ-ერთი პირველი სწორედ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი განიხილოს.

ამავე კატეგორიაში