“რუსმა ოკუპანტმა ჩვენი ქვეყანა დროებით გაჭრა”- პრეზიდენტი

31 დეკემბერი 2017, 00:00 2285 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ხურვალეთში ჩავიდა, საიდანაც მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. მან მავთულხლართებს მიღმა დათა ვანიშვილს საახალწლო საჩუქარი და ფოტოალბომი გადასცა, სადაც ის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტთანაა აღბეჭდილი.

პრეზიდენტი სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა და საახალწლო ნობათი გადასცა. გიორგი მარგველაშვილმა გასული წელიც შეაჯამა როგორც აღნიშნა 2017 წელს საჭირო გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. მისივე თქმით, გაუმჯობესდა ეკონომიკური პარამეტრები.

ამავე კატეგორიაში