სოფლის მეურნეობა -2017 წელი

31 დეკემბერი 2017, 00:00 2695 ნახვა

წელს აჭარაში ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნილა და სეზონი წარმატებულად შეფასდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ზოგადად ქვეყანაში კლების ტენდენცია ფიქსირდება, არის წარმატების მაჩვენებლებიც. მაგალითად ასეთია ღვინო. წელს ღვინის ექსპორტზე გატანის კუთხით საქართველომ თავის ისტორიაში რეკორდი მოხსნა. აღსანიშნავია რომ წელსვე იუნესკომ, საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა. მაშინ როდესაც ქართული ქვევრი მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა, სამწუხარო ფაქტი მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში სავარაუდოდ შუა საუკუნეების ქვევრი დაამტვრიეს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ვაზსაც შეეხო, თუმცა მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა წელს ფერმერებს რომლებსაც თხილის პლანტაციები აქვთ. ამის მიზეზი კი აზიური ფაროსანა იყო. მავნებელი მწერი ამჟამად მიძინებულია, თუმცა მასთან ბრძოლა მოსახლეობას და სახელმწიფოს მომავალშიც მოუწევს. რისთვისაც არის გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში