2018 წელს ქობულეთში 21 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება

03 იანვარი 2018, 00:00 3714 ნახვა

2018 წელს ქობულეთში 21 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად მერია სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციას ასახელებს. დაგეგმილია წყლის სისტემების მოწყობა, ჩაისუბანში, მუხაესატეში, გვარაში, ხუცუბანში, ლეღვასა და სამებაში. არსებულ წყალსადენებზე წყლის დებეტის გაზრდის სამუშაოები უნდა ჩატარდეს.  ხოლო კი ქაქუთში,  შუაღელეში, ქვედასა და ზედა აჭვაში საფილტრი ნაგებობების მოწყობა იგეგმება. უნდა მოეწყოს სოფელ ციხისძირის წყალსადენის მაგისტრალური ხაზიც.

წყალსადენი სისტემების რეაბილიტაციის პროექტებისთვის ბიუჯეტში 3 მილიონ 178 ათას 457 ლარი, ხოლო მთლიანად ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 15 მილიონ 246 ათას 800 ლარია გათვალისწინებული. 

ამავე კატეგორიაში