რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

03 იანვარი 2018, 00:00 3579 ნახვა

საკადრო ცვლილებები ბათუმის მერიაში - უახლოეს მომავალში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება სანდასუფთავების სამსახურს, ინფრასტურქუტურის  მართვის სააგენტოს, ბაღების გაერთიანებას, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურებს. ამ სამსახურების ხელმძღვანელებთან მერმა ახალი ხელშეკრულება აღარ გააფორმა. მოვალეობის შემსრულებლებად მოადგილეები დაინიშნენ.

ბათუმის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ, ცნობილია, რომ ამ გადაწყვეტილებებით რეორგანიზაცია არ სრულდება და სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს ასევე “ბათუმის დინამოს” დირექტორს, განიხილება კლუბის განკერძოების საკითხი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში