გეოლოგებმა დამეწყრილი სოფლები შეისწავლეს

04 იანვარი 2018, 00:00 2866 ნახვა

ხულოში, სოფელ პანტნარში გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს. ხულოს მერის ინფორმაციით,  დასკვნის მიხედვით პანტნარში და საციხურში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ და სოფლიდან განსახლებას არ საჭიროებენ.

რაც შეეხება აღნიშნულ სოფლებთან მისასვლელ გზას, გოჩა მელაძის ინფორმაციით, რეკომენდებულია ზედაპირული წყლების კონტროლი და ტერიტორიაზე მცენარეების გამრავლება, რათა  მეწყრული პროცესები არ  განმეორდეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას პანტნარისა და საციხურის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც 40-მდე ოჯახი რამდენიმე დღე გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში