საარჩევნო პლაკატები

04 იანვარი 2018, 00:00 2904 ნახვა

არჩევნებიდან 2 კვირის ვადა აქვთ საარჩევნო სუბიექტებს იმისთვის რომ კედლებსა, თუ ბოძებზე გაკრული სააგიტაციო მასალა ჩამოხსნან, თუმცა ფაქტია, რომ არჩევნებიდან 2 თვეშიც პლაკატები კვლავ გვხვდება ქუჩებში.

ამ შემთხვევაში ხულოზე გიყვებით, თუმცა ეს მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტის პრობლემა არაა, მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც გვხვდება. ძირითადად გაკრულია მმართველი და ორი ოპოზიციური პარტიის პლაკატები. “ქართულ ოცნებაში” დღეს კომენტარი არ გააკეთეს, ასევე იღებს თუ არა პასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობა” ვერ გავარკვიეთ რადგან არც ამ პარტიაში გვიპასუხეს.

დარღვევა ჯარიმას ითვალისწინებს, თანხა მცირედია, თუმცა ხულოს მერიის ზედამხედველობის სამსახურს აქამდე არავინ დაუჯარიმებია, აქ გვეუბნებიან, რომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლნენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში