ქედაში მდინარის ჯებირის მოწყობას ითხოვენ

05 იანვარი 2018, 00:00 2927 ნახვა

ქედაში, სოფელ დანდალოში, გზას, რომელიც მოსახლეობას ცენტრთან აკავშირებს დაზიანების საფრთხე ემუქრება – ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ მონაკვეთზე მეწყრული პროცესები პერიოდულად ვითარდება, თუმცა ამ შემთხვევაში, შესაძლოა მდინარის ადიდებამ დააზიანოს.

რაც მთავარია აქვეა ტრანსფორმატორი, საიდანაც სოფელი ელექტროენერგიით მარაგდება. სწორედ ამიტომ დანდალოელებს ეჭვი აქვთ, რომ მდინარის ადიდების შემთხვევაში არამარტო გზის, არამედ შესაძლოა შუქის გარეშეც დარჩნენ. რას აპირებს, ან აპირებს თუ არა რამეს საგზაო დეპარტამენტი და “ენერგო-პრო ჯორჯია”?

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში