ეროვნული ბანკის განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით

06 იანვარი 2018, 00:00 3312 ნახვა

ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენის წესში ცვლილება შედის. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აქამდე არსებული წესით, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ბანკთაშორის ბაზარზე ვაჭრობის მოცულობა არ აღემატებოდა 3 მილიონ (აშშ) დოლარს, ლარის ოფიციალური კურსის გაანგარიშებაში მონაწილეობდა წინა დღის გარიგებებიც.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამის გამო იყო იშვიათი შემთხვევები, როდესაც ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რისი მიზეზიც კონკრეტულ სავაჭრო დღეს ბაზარზე დაბალი აქტივობა იყო. აღნიშული ცვლილებით ზემოთნახსენები ლიმიტი მილიონ ნახევარ (აშშ) დოლარამდე განახევრდება, რის შედეგადაც ოფიციალური კურსი უფრო მეტად დაუახლოვდება საბაზროს. დღევანდელი მონაცემებით 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარსა და 59 თეთრს შეადგენს. 1 ევრო კი 3 ლარი და 12 თეთრი ღირს.

ამავე კატეგორიაში