,,ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის 54-ე ბრიგადა დატოვა

06 იანვარი 2018, 00:00 2224 ნახვა

აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლმა ,,ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგები სრული შემადგენლობით დატოვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ,,ქართულმა ლეგიონმა" ინფორმაცია ,,ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა. ოფიციალურ განცხადების თანახმად, ,,ქართულმა ლეგიონმა" 2017 წლის 20 დეკემბერს 54-ე ბრიგადა მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობისა და უკანონო ბრძანებების გამო დატოვა.

,,ქართულ ლეგიონში" აღნიშნეს, რომ საქმე ეხება 16 დეკემბერს ჩატარებულ ოპერაციას, რომლის დროსაც 11 მებრძოლი დაიჭრა. დეტალების გასაჯაროვებას კი უახლოეს დღეებში გეგმავენ. ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს „ქართული ლეგიონის“ დაჭრილი წევრების პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან დეპორტირებას, ვინაიდან მათ შეუძლიათ სიმართლე თქვან მისი უკანონო ბრძანებებისა და ქმედებების შესახებ.

ამავე კატეგორიაში