სააკაშვილი საქართველოში შესაძლო ექსტრადირების შესახებ ,,ამერიკის ხმასთან

06 იანვარი 2018, 00:00 2491 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მისი ექსტრადირების შემთხვევაში, ივანიშვილის მთავრობის მოშორების მოწოდებით გამოვიდა.საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გასამართლება მის მიერ შეწყალების გამოყენების გამო მთელ მსოფლიოში არსად არ არის შესაძლებელი. პოლიტიკოსმა 133 სამხედროს შეწყალებისთვის გასამართლებას ყოველგვარ ლეგალურ საფუძველს მოკლებული უწოდა. ,,მათ ჩემი უკრაინიდან გაძევება ახლა სურთ. რა არ ეძებეს - საბანკო ანგარიშები, რომლებიც არ მაქვს; ოფშორული კომპანიები, რომლებიც არ მაქვს; საკუთრება, რომელიც არ მაქვს. ამიტომ მოიგონეს ეს სასაცილო მუხლი საპრეზიდენტო შეწყალებასთან დაკავშირებით. " - განაცხადა სააკაშვილმა. პარტია ,,ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის თქმით, პეტრო პოროშენკო ქართველ ოლიგარქ ივანიშვილთან ერთადერთი მიზნით ჩავიდა და ეს იყო - მიხეილ სააკაშვილი. პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი თავს იკავებს საქართველოში მის ჩაყვანაზე, იმიტომ ,რომ იცის, საკანში ჩუმად არ იჯდება და 20 წელი იქ არ გაიხრწნება.

სააკაშვილმა თავის თავს თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი უწოდა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა აქვს. ოდესის ოლქის ექს - გუბერნატორის თქმით, 5 იანვრის გადაწყვეტილებით ყველა ლიდერმა მისივე წინააღმდეგ მომავალი სასამართლო საქმეების საფუძველი შექმნა. 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ.
 

ამავე კატეგორიაში