63 ათასი ლარი მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის

06 იანვარი 2018, 00:00 2136 ნახვა

ხულოში 13 ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამა იფუნქციონირებს. ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის 65 ათასი ლარი დაიხარჯება, რომლითაც 105 ბენეფიციარი ისარგებლებს, ხოლო პარკინსონით დაავადებულ მოქალაქეთა დახმარებისთვის 10 ათასი ლარია გაწერილი.

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩასართავად მერიას 15 -მა ბენეფიციარმა მიმართა. 5 ათას ლარს შეადგენს ასთმით დაავადებულ მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა და მასში 47 მოქალაქეა ჩართული. გასულ წელთან შედარებით ყველა სოციალურ პროგრამაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში