სომეხ მოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა მიულოცეს

06 იანვარი 2018, 00:00 2264 ნახვა

“ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ერების მომავლისათვის. საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ყოველდღიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ვისურვებდი, რომ 2018 წელი ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის”-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

“ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა მისალოცი წერილი გიორგი კვირიკაშვილმაც “ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას.”-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში

ამავე კატეგორიაში