ხმაური ბიუროს სხდომაზე 

08 იანვარი 2018, 00:00 2741 ნახვა

ხმაურით მიმდინარეობდა  წლის პირველი ბიუროს სხდომა  უმაღლეს საბჭოში. კამათი დეპუტატებს შორის რამდენიმე საკითხს მოჰყვა, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში ანაზღაურების გაცემის წესს. უმაღლესი საბჭოს წევრის ანაზღაურების შესახებ აქამდე არსებული კანონი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს. საკითხზე დღეს იმსჯელეს და შესაბამისი პროცედურებიც დაიწყო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ მმართველი გუნდი პრემიების აკრძალვის შესახებ დანაპირებს არ შეასრულებს, ანაზღაურების წესში მხოლოდ ტერმინები შეიცვლება და რეალურად დასაქმებულთა ხელფასი მოიმატებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უმაღლეს საბჭოში დასაქმებულები იგივე ოდენობის ხელფასს მიიღებენ, საპრემიო სისტემა კი უქმდება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ 20 იანვრამდე ახალი საშტატო ნუსხა უნდა დაამტკიცოს.

ხმაური კომუნალურ ვაუჩერების გაცემისა და გაზრდილი გადასახადების საკითხსაც მოყვა. ოპოზიცია მთავრობასთან კონსულტაციების გამართვას ითხოვს. მათი თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კომუნალური ვაუჩერები უნდა გაიცეს. 

ამავე კატეგორიაში