ბულვარში ახალი ფილების დასაგებად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

08 იანვარი 2018, 00:00 3810 ნახვა

1 681 004 ლარის ღირებულების 4 ტენდერი აქვს გამოცხადებული ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას. თვის ბოლომდე დასრულდება განაცხადების მიღება და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ბულვარი რამდენიმე მომსახურებას ყიდულობს, მათ შორის ძირითადად ფული დაიხარჯება ფილების დაგებაზე, ბორდიურების, პანდუსებისა და წვიმის მიმღებების მოწყობაზე. წელს უნდა განახლდეს ასევე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემა.

ალეების ნაწილში, სადაც ახალ ფილებს დააგებენ და ასობით ათას ლარს დახარჯავენ, ქვაფენილი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა ძირითადი მიზეზი ერთიანი იერსახის შექმნაა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში