ხულოში ახალი აიპი ჩამოყალიბდა

09 იანვარი 2018, 00:00 4496 ნახვა

ხულოში ახალი აიპი "ხულოს მუნიციპალური სერვისები” ჩამოყალიბდა. აქ 36 ადამიანი დასაქმდება. მათი ფუნქცია  მუნიციპალიტეტის სოფლების და დაბის ტერიტორიის დასუფთავებაა, ასევე ნარჩენების გატანა. 

ახალი აიპისთვის ხულოს 2018 წლის ბიუჯეტიდან 190 ათას ლარამდე დაიხარჯება.  მერიამ ამ კუთხით მუშაობა გასულ წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დაასრულოს. გასულ წელს მყარი ნარჩენების მართვისთვის 90 სანაგვე კონტეინერი შეიძინეს.  ნარჩენები 50 სოფლიდან გააქვთ.  2016-2017 წლებში ნაგვის ურნების შესაძენად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 101 ათასი ლარი დაიხარჯა. 

ამავე კატეგორიაში