პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა

09 იანვარი 2018, 00:00 3502 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა  ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.  ნაცვლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.

ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ამავე კატეგორიაში