ბათუმში ახვლედიანის 12 ნომერში მცხოვრები დაზარალებული ოჯახები ქალაქის მერს შეხვდნენ

09 იანვარი 2018, 00:00 2045 ნახვა

ბათუმში ახვლედიანის 12 ნომერში მცხოვრები დაზარალებული ოჯახები ქალაქის მერს შეხვდნენ. რომელზეც ოჯახების ფართით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს. თვითმმართველობა დაზარალებულებს ორ ვარიანტს სთავაზობს. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი, გორგილაძის ქუჩაზე არსებული კორპუსია, შეთავაზებულ ვარიანტს შორისაა ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში არსებული კორპუსიც.

მოსაფიქრებლად მათ ათ დღიანი ვადა აქვთ. დაზარალებულების  სურვილია, საცხოვრებელი ფართები იმავე კორპუსში მიიღონ, თუმცა იმის გამო რომ ჯერ-ჯერობით ინვესტორების დაინტერესება ვერ მოხდა, არ გამორიცხავენ, ნაწილი შეთავაზებას დათანხმდეს. რომელ კომპანიებთან აწარმოა ამ დრომდე მოლაპარაკება მერიამ, უწყებიდან  სატელევიზო კომენტარს ამ დრომდე ველოდებით. 

ამავე კატეგორიაში