ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელი გზის გავლას ორჯერ მეტი დრო სჭირდება

09 იანვარი 2018, 00:00 6588 ნახვა

დაზიანებულია ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალის ხულო-შუახევის მონაკვეთი. მძღოლები, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან ამ გზით, ამბობენ, რომ ორმოების გამო, ბათუმი-ხულოს გზის დაფარვას ნახევარი საათით მეტი დრო სჭირდება, ამასთან ზიანდება ავტომანქანები.

ვითარება განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო ერთი თვეა. ამას ემატება კლდიდან ქვების ცვენა, რისთვისაც დამცავი ბადეებია საჭირო, თუმცა საქართველოს საგზაო დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ამ ეტაპზე მხოლოდ გზის გაწმენდით შემოიფარგლებიან, რაც შეეხება გზას, აცხადებენ, რომ ორმოებს ამოავსებენ. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში