პანკისში დაკავებული იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

10 იანვარი 2018, 00:00 2011 ნახვა

პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულს დღეს შეხვდა ადვოკატი, თუმცა რაზე ისაუბრეს დეტალებზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.  დავით მოდებაძის ინფორმაციით, ბრალის წარდგენა დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს.

სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბ იდოიძე ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რომლებიც  ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი - მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.   

ამავე კატეგორიაში