ე.წ. ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უბნებს გახსნიან

10 იანვარი 2018, 00:00 1949 ნახვა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებს გახსნიან. ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯამში 9 უბანი იფუნქციონირებს, მათგან 5 ცხინვალში, დანარჩენი 4 ზნაურსის, ჯავას ადმინისტრაციებში, ასევე ლენინგორისა და დმენისის სოფლებში გაიხსნება.

არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს დაეკისრა. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს არის ჩანიშნული.

ამავე კატეგორიაში