ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსად შესაძლოა როინ თავართქილაძე დაინიშნოს

12 იანვარი 2018, 00:00 6767 ნახვა

ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსად როინ თავართქილაძის კანდიდატურა მოიაზრება. იგი წლების განმავლობაში, ამავე სამმართველოში უფროსის მოადგილის პოზიციაზე  მუშაობდა.

ახალი ხელმძღვანელები ყავს ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის პოლიციის სამმართველოებსაც. ისინი უფლებამოსილების განხორციელებას უკვე შეუდგნენ.  

ქობულეთის სამმართველოს უფროსად ვახტანგ ტერაშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე აჭარაში ნარკობიუროს უფროსად მუშაობდა.

ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოს,  ბათუმის პოლიციის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების ყოფილი უფროსი დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობს. შუახევის სამმართველო დავით ბეჟანიძემ ჩაიბარა.

ვაკანტურია აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. ლევან მაისურაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხულოს პოლიციის სამმართველოს უფროსის პოზიცია ვაკანტურია. ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში