კობალთელები შეთავაზებას არ თანხმდებიან

12 იანვარი 2018, 00:00 3886 ნახვა

 კობალთის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება გრძელდება. კობალთელებისთვის  განსახლების მიზნით სახელმწიფოსგან შეთავაზებუოლი 15-15 ათასი ლარი მიუღებელია.  ისინი  კომპენსაციის გაზრდას ან გზის ნაცვლად ხიდის მშენებლობას ითხოვენ. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით კობალთაში მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ და ეკომიგრანტთა სტატუსს ვერ მიანიჭებენ.

სოფელ კობალთაში 24 აპრილს მთა ჩამოიშალა, რამაც 10 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგა, სოფელი გეოლოგებმა რამდენჯერმე შეისწავლეს, მათი დასკვნების მიხედვით სოფელ კობალთაში მცხოვრებ ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათთან მისასვლელი გზის აღდგენა მცოცავი მიწის გამო შეუძლებელია.

ამავე კატეგორიაში