ხიდაშელი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა

04 აპრილი 2016, 00:00 8302 ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე ტელეფონით ესაუბრა. თინა ხიდაშელმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება და პროცესი მოლაპარაკებების მაგიდას დაბრუნდება. მინისტრის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საერთაშორისო თანამეგობრობამ ვითარების დეესკალაციისთვის ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს.

ამავე კატეგორიაში