ნატო-საქართველოს კომიტეტის სხდომა

16 იანვარი 2018, 00:00 1756 ნახვა

ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. შეხვედრაში ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან ერთად პარტნიორი ქვეყნების საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით სხდომას ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. სამხედრო მეთაურები „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ პარტნიორებთან ავღანეთის მისიის შესახებ იმსჯელებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში რეფორმების კუთხით პროგრესი შეფასდება და ე.წ. არსებითი პაკეტის მომავალზე იქნება საუბარი.

ამავე კატეგორიაში