‘’უკვე კონკრეტული შემოთავაზება გვაქვს’’ - ზურაბ პატარაძე სასაზღვრო რეგულაციებზე

16 იანვარი 2018, 00:00 6379 ნახვა

„ერთობლივი მუშაობის შედეგად მივიღებთ იმ მოდელს რომელიც მისაღები იქნება ორივე სახელმწიფოსთვის და ჩვენი ხალხისთვის. ვინაიდან ცალმხრივი მოძრაობა, ცალმხრივი განვითარება და ცალმხრივი რეჟიმების დაწესება არ არის მისაღები. ამ მიმართულებით ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ და მივაღწევთ შედეგს’’ - ეს განცხადება ართვინში გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, ზურაბ პატარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ  ამ საკითხის მოგვარებისთვის სრული მზაობა არის.

‘’უკვე კონკრეტული შემოთავაზება გვაქვს და ჩვენ  ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ,  გვექნება პასუხებიც. სხვადასხვა ვერსიები განიხილება, შესაძლებელია შეიქმნას, სიები  იმ ადამიანების, რომლების  ყოველდღიურად კვეთენ საზღვარს’’ - ამბობს ზურაბ პატარაძე.

შეხვედრას ართვინის რეგიონის გუბერნატორი,  სხვადასხვა  უწყებების წარმომადგენლები. მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სამსახურების თანამშრომლები. ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარფის საბაჟოზე დღეს აქცია გაიმართა. მოსახლეობა ოფიციალური ანკარას გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. როგორც ცნობილია, თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი, 1 იანვრიდან გამკაცრდა.

ქვეყენაში მცირე დროით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ჩაითვლება, ანუ იქ დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ღამით თურქეთში არ რჩებოდნენ და საქართველოში იმავე დღეს ბრუნდებოდნენ, ასეთი 90 დღის გასვლის შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ. უფრო ზუსტად კი მათ ამისთვის ბინადრობის უფლება, ან სამუშაო ვიზა დასჭირდებათ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში