NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

16 იანვარი 2018, 00:00 2365 ნახვა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევა და შედეგები. კითხვები ხელისუფლების მუშაობაზე, ახალ თვითმმართველობებზე, დასავლეთსა და რუსეთთან ურთიერთობებზე. მოსახლეობის 60 პროცენტი ევროკავშირში, 29 კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ემხრობა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ NDI-ს  კითხვარში მითითებული იყო რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის მიერაა დაფუძნებული, ევროკავშირი კი - დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.

ამასთან კვლევის თანახმად, მოსახლეობის 44%-45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან და ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა. უფრო მეტია იმ ადამიანების რიცხვი ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებობს რუსული პროპაგანდა და ვრცელდება დამახინჯებული ინფორმაცია.  რუსეთსა და დასავლეთთან მიმართებით კიდევ ერთი კითხვა სამხედრო ძალას ეხებოდა.

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად კვლავ სამუშაო ადგილები სახელდება. ამ კონტექსტში ჩამოქვეითდა ტერიტორიული მთლიანობისთვის მინიჭებული მნიშვნელობა.

ამავე კატეგორიაში