საქართველოს კონფლიქტები - გაეროს პრიორიტეტი იქნება

17 იანვარი 2018, 00:00 2441 ნახვა

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, ორგანიზაციის 2018 წლის 12 მთავარ პრიორიტეტს შორის საქართველოში კონფლიქტების მოგვარება იქნება. ეს განცხადება გუტიერეშმა გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, ევროპაში “გაყინული” კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას და საქართველოში, უკრაინაში, ასევე დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების მოსაგვარებლად “ევროპაში ნაციონალიზმის ტალღის შეჩერება” და “საშუამავლო ინიციატივების გაცოცხლება” მოხდეს. 

ამავე კატეგორიაში